ბათუმში მდებარე საკონდიტროს “დონა” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წელს ტრადიციული პასკები არ გაუძვირებიათ, თუმცა ფასის ცვლილება დეკორატიულ გაფორმებებს შეეხო. ამის შესახებ თამილა ბეჟანიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივში“ სააღდგომოდ მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნისა და ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.
ის აღნიშნავს, რომ ამ პერიოდისთვის საკონდიტროში კორპორაციული შეკვეთები შემცირებულია და ძირითადი გაყიდვები ინდივიდუალურ შეკვეთებზე მოდის. მეწარმე ამბობს, რომ ყოველწლიურად აღდგომისთვის უფრო მეტი ადამიანი ემზადება, რაც მათ ბიზნესზეც აისახება. მრავალფეროვანია მომხმარებელთა მოთხოვნებიც.
„წინა სააღდგომოდ, წელს შეკვეთით პანეტონესაც ვამზადებთ. თუმცა მისი თავისებურებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, სერიულად ჯერ ვერ ვაწარმოებთ. ტრადიციულად პასკის გარდა, მომხმარებლებს ხაჭოს პასკებს, ნაირფერი გულსართით ვთავაზობთ. პასკებს შორის გამოვარჩევდი გაუფორმებელ და გაფორმებულ პასკებს, რომლებზეც მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.
ფასები ტრადიციულ პასკებზე წელს არ გაგვიზრდია. ფასის კორექცია შეეხო მხოლოდ დეკორაციის ნაწილს, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე და იმედია მომავალ წლებშიც მოგვეცემა ამის საშუალება. “დონაში” 2 სახის პასკას ვთავაზობთ, 750-გრამიანს და 1450-გრამიანს. 750-გრამიანი პასკის ღირებულება, დეკორაციის გარეშე 15 ლარია. ხოლო 1450-გრამიანი პასკის ფასი 30 ლარი. თუმცა ღირებულებას მოთხოვნის შესაბამისად ვუთვლით და შესაბამისადაც ვაფორმებთ.
წინა სააღდგომო სამზადისი წლიდან წლამდე იზრდება. არ იყო მოთხოვნა ადრე, თუმცა ბოლო წლებში უფრო შეინიშნება ეს ტენდენცია. უკვე მომხმარებელი თავისი იდეითაც მოდის და არ ჯერდება ჩვენს შეთავაზებებს”, – ამბობს “დონას” დამფუძნებელი.
