“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ინფორმაციით”, ამერიკული The Coca‑Cola Company-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს ქუინსი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა და კოკა-კოლა ზეროს პერსონალური შუშის ბოთლი გადასცა.
“ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას, რადგან ჯეიმს ქუინსს, The Coca-Cola Company-ს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს, ჰქონდა შესაძლებლობა, გადაეცა არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის დიეტური კოლა-კოლას, მისი რჩეული სასმლის ბოთლი”,- აღნიშნულია The Coca‑Cola Company-ს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
“The Coca Cola Company-ს აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან აშშ-ს არჩეული პრეზიდენტისთვის სიმბოლური საჩუქრის გადაცემის ეს ტრადიცია ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა.”კოკა-კოლა” უბრალოდ გაზიანი სასმელი არ არის. თითქმის 140 წლის განმავლობაში “კოკა-კოლა” იყო ამერიკის დემოკრატიის, კულტურის, განათლების სიმბოლო და ისეთი მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწეები, როგორიც ტრამპია და აშშ-ის სხვა პრეზიდენტებიც, ყოველთვის აფასებდნენ კომპანიას. ეს იმის სიმბოლოც არის, რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესს სახელმწიფოსთვის და ცალკეული ბიზნესების განვითარებას ისეთი დიდი ქვეყნისთვისაც, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. პერსონალურ ბოთლს უძღვნიან და პრეზიდენტიც იღებს ამ სიმბოლურ საჩუქარს, რადგან პრეზიდენტებიც თვლიან, რომ “კოკა კოლასთან” გამოჩენა არის პრესტიჟული.
ეს არის ორმხრივი პატივისცემა, პატივისცემა იმ სიმბოლოების, რომლებიც აგერ უკვე 140 წლის განმავლობაში ქმნიან ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას და ამავე დროს, ეს არის ინსტიტუციების პატივისცემა. ქვეყნის ეკონომიკას ბიზნესი ქმნის; სახელმწიფოს ქმნიან ასეთი დიდი კომპანიები და არა მარტო პიროვნებები. ჩვენც, მაგალითად, საქართველოში ასეულობით მილიონი გვაქვს გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში და ამას ახსნა არ სჭირდება”. – განაცხადა “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ.