“ტოტენჰემს” დე ძერბი ჩაიბარებს

იტალიელი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი თანახმაა „ტოტენჰემს“ ჩაუდგეს სათავეში, – იტყობინება ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი.
ჯეიკობსის ცნობით, „ტოტენჰემმა“ დე ძერბის კარგი ხელფასი და ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი შესთავაზა. მან „მარსელი“ თებერვალში ორმხრივი შეთანხმებით დატოვა და განაცხადა, რომ ზაფხულამდე დასვენებას აპირებდა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება შეცვალა.
ლონდონურმა გუნდმა ახლახან იგორ ტუდორი თავის თანაშემწეებთან, ტომისლავ როგიჩთან და რიკარდო რიგნაჩისთან ერთად გადააყენა.