ტორსტენ ფრეი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე – პირველ რიგში, გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა

გერმანია მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ სრული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა დაიწყოს, – უკრაინული მედიის ცნობით, ასე ეხმაურება ფედერალური კანცელარიის ხელმძღვანელი, ტორსტენ ფრეი -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც უკრაინას მოუწოდა, დათანხმდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას თურქეთში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
ტორსტენ ფრეიმ გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა ჯერ უკრაინაზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს.
„პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და მისი განხორციელების მკაფიო ვალდებულება. ახლა კიევში ვხედავთ ახალ ევროპულ სიმტკიცეს და ეს სიმტკიცე ასევე უნდა გამოიხატოს მოქმედებაში,“ – აღნიშნა ფედერალური კანცელარიის ხელმძღვანელმა.
-ის პრეზიდენტი, უკრაინას მოუწოდებს, დათანხმდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას თურქეთში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. “რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება, არამედ ხუთშაბათს, თურქეთში შეხვედრა სურს, რათა სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკება მოხდეს. ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის