“ტორპედომ” თბილისის “დინამოს” სძლია და სუპერთასს დაეუფლა

საქართველოს სუპერთასის ფინალში „ტორპედომ“ თბილისის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.
მატჩი მეტად საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. ქუთაისური გუნდი 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც დედაქალაქელები შეტევებზე გადავიდნენ, ცეცხლაძემ ანგარიში შეამცირა, მეკარე კლიაიჩმა რამდენიმეჯერ იხსნა თავისი გუნდი, ერთხელ მანჯგალაძემ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, ბოლოს კუთხურის ჩაწოდებისას მეტოქის საჯარიმოში დინამოელთა მეკარე მაქაცარიაც ჩავიდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და მარცხი განიცადეს.
დინამო (თბ) – ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 ჟუნიორი (3), 0:2 ნინკოვიჩი (61), 1:2 ცეცხლაძე (85)