“ტორპედომ” არაბიძის გარეშე თამაში შემოატრიალა – “იბერია 1999” გალიდერდა

ეროვნულ ლიგაში მერვე ტურის სამი მატჩი გაიმართა
„ტორპედო“, რომელსაც ავადმყოფობის გამო მისი ლიდერი არაბიძე ვერ დაეხმარა, სახლში „სამგურალს“ თამაში შემოუტრიალა – 3:1. ქუთაისური გუნდი 15 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოელები 5 ქულით მეცხრე პოზიციაზე დარჩნენ.
„იბერია 1999“-მა „გაგრას“ 3:1 სძლია და ამ მომენტისთვის 19 ქულით ლიდერია. „თელავმა“ კი გასვლაზე „სამტრედიას“ 2:1 მოუგო.
ტორპედო – სამგურალი 3:1
გოლები: 0:1 ლ. ხორხელი (14), 1:1 ნინკოვიჩი (49), 2:1 იონსენი (83), 3:1 ბასილაძე (90+7)
გაძევება: კალანდარიშვილი (85, სამგურალი)
იბერია 1999 – გაგრა 3:1
გოლები: 1:0 შ. ნონიკაშვილი (18), სილა (29), 2:1 ქიმაძე (32), 3:1 კაპანაძე (57)
სამტრედია – თელავი 1:2
გოლები: 0:1 მორჩილაძე (51), 1:1 კარტაშიანი (90, საკ. კარში), 1:2 პერუცი (90+8)