ტონალი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსს” “ნიუკასლის” ნახევარმცველის სანდრო ტონალის დამატება სურს და ფეხბურთელთან პირველადი კონტაქტი უკვე დაამყარა.
თავად 24 წლის იტალიელს სამშობლოში დაბრუნების სურვილი ჯერჯერობით არ აქვს და მთლიანად თავის ამჟამინდელ გუნდზეა კონცენტრირებული, თუმცა ტურინელები ეცდებიან, რომ გადაწყვეტილება შეაცვლევინონ.
მოგეხსენებათ, ტონალიმ “კაჭკაჭებს” სწორედ სერია A-დან მიაშურა, სადაც “მილანის” ფორმას ირგებდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირიზე “ნიუკასლის” ფორმა 35 შეხვედრაში მოირგო, სადაც 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში