ტომსკში ნავალნის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელ ქსენია ფადეევას ცხრაწლიანი პატიმრობა

ქალაქ ტომსკის რაიონულმა სასამართლომ ს შტაბის ყოფილ უფროსსა და ტომსკის საქალაქო დუმის დეპუტატს, ქსენია ფადეევას, სასჯელაღსრულების კოლონიაში ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ფადეევას მხარდამჭერ ჯგუფში განაცხადეს.

იგი დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული საზოგადოების საქმიანობის ორგანიზებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-3 ნაწილი) და ისეთ არაკომერციულ ორგანიზაციაში საქმიანობა, რომელიც ხელყოფს მოქალაქეთა პიროვნებასა და უფლებებს (სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

სამართლებრივი დევნის მიზეზი იყო ფადეევას მუშაობა ნავალნის შტაბში. მისი დაკავების შესახებ ცნობილი 2021 წლის დეკემბერში გახდა. შემდეგ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად აირჩია გარკვეული ქმედებების აკრძალვა, კერძოდ ინტერნეტის გამოყენება, გამომძიებლის ნებართვის გარეშე ვინმესთან კომუნიკაცია და მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება.
2022 წლის ს ხელისუფლებამ იანვარში ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა ფადეევა და ნავალნის შტაბის სხვა ყოფილი ხელმძღვანელი. მანამდე, 2021 წლის აგვისტოში ექსტრემისტული ორგანიზაციების სიას დაემატა ანტიკორუფციული ფონდი და ნავალნის მიერ დაარსებული მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი.
თავად რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იმყოფება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენი. „მაშინ სასამართლომ ექსტრემისტული საზოგადოების შექმნისა და დაფინანსების ბრალდებით, ნავალნის 19 წელი მიუსაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში მოხდით“.

ასევე დაგაინტერესებთ