ტომაშ ფროლიხი – გლობალისტები და ევროკავშირი აგრძელებენ საქართველოში პრობლემებისა და თბილისის ქუჩებში ძალადობრივი პროტესტების გაღვივებას

ევროპარლამენტარი, “ალტერნატივა გერმანიისთვის”(AfD) წევრი, ტომაშ ფროლიხი ს და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს.
როგოც ევროპარლამენტარი X-ზე წერს, “გლობალისტები და ევროკავშირი აგრძელებენ საქართველოში პრობლემებისა და თბილისის ქუჩებში ძალადობრივი პროტესტების გაღვივებას”.
„დღესაც კი, მაშინ, როდესაც “მილანის” ყოფილი საფეხბურთო ვარსკვლავი, კახა კალაძე, კიდევ ერთხელ იქნა არჩეული თბილისის მერად ცხადი უმრავლესობით – გილოცავთ!
კალაძე და მისი “ქართული ოცნების” პარტია წარმოადგენენ ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებს, უარყოფენ woke იდეოლოგიას და LGBT დღის წესრიგს, და სუვერენიტეტს საგარეო კონტროლზე მაღლა აყენებს. მათ უბრალოდ არ სურთ მეორე გახდნენ. სწორედაც!
და ეს არის მიზეზი, რატომ არიან გლობალისტები და ევროკავშირი ამით დამწუხრებულები. მათ არ აქვთ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება. მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის ნებას”, – წერს ევროპარლამენტარი, ტომაშ ფროლიხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შევლენ, პარლამენტის ბოიკოტი კი იყო შეცდომა, რისი გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – ვაკეთებთ ანალიზს და მივიღებთ გადაწყვეტილებას