ტოკიოში ქალმა მატარებლის მგზავრები დაჭრა

იაპონიის დედაქალაქში, აკიჰაბარას სარკინიგზო სადგურზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მედიის ცნობით, დაკავების მიზეზი მატარებელში მომხდარი ინციდენტია – ქალმა მგზავრები დაჭრა.
„ამ დროისთვის, დაშავებულია ოთხი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – იტყობინება ადგილობრივი ტელეკომპანია NHK-ი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილთაგან ყველა კაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N4-ის ეზოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს