ტოკიოში გაიხსნება მაღაზია, სადაც მსურველები ნივთების მოპარვას შეძლებენ

2026 წლის მარტში, ტოკიოში კვლავ გაიხსნება უჩვეულო მაღაზია Hidden in Tokyo, რომელიც მომხმარებლებს „კანონიერი ქურდობას“ სთავაზობს.
1000 იენის (დაახლოებით 7 დოლარი) სანაცვლოდ, მსურველები თაროებიდან ნებისმიერი ნივთის „მოპარვას“ 60 წამს განმავლობაში შეძლებენ. თუმცა არსებობს ერთი პირობა: პროცესი აბსოლუტურ სიჩუმეში უნდა მიმდინარეობდეს. მთელი მაღაზია აღჭურვილია ზემგრძნობიარე მიკროფონებით, რომლებიც ყველაზე მცირე ხმაურსაც კი აღიქვამენ – ნაბიჯის ხმას, შეფუთვის შრიალს ან თუნდაც მძიმე სუნთქვას.
თუ სისტემა ხმას დააფიქსირებს, „ქურდობა“ დაუყოვნებლივ წყდება და მომხმარებელს თავისი „ნაძარცვის“ თაროებზე დაბრუნება მოუწევს. მონაწილეს მხოლოდ იმ ნივთების წაღება შეუძლია, რომელთა ხელში დაჭერას ან ტანზე მორგებასაც მოასწრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა