ტიერი მარიანი ევროპარლამენტს – საქართველოსა და რუმინეთში ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ხალხის არჩევანის უარყოფას – თბილისის ქუჩებში თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახორციელებს

საქართველოსა და რუმინეთში ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ხალხის არჩევანის უარყოფას. საქართველო დესტაბილიზაციის სურნელით გაჟღენთილი მცოცავი აჯანყების თეატრი გახდა, რომელიც ორკესტრირებულია საზღვარგარეთიდან საქართველოს კანონიერი ძალაუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც ევროკავშირის მიერ „წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს.
„ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახორციელებს, რომლებიც უდავოდ ისწრაფვიან ესკალაციისა და “მაიდანის” სტილის პროვოკაციებისკენ. თუმცა საქართველო და მისი ინსტიტუტები მტკიცედ დგანან, ისინი წინააღმდეგობას უწევენ ძალადობას. ვინც წააგო, ახლა თქვენი მხარდაჭერით ცდილობს ძალაუფლების ძალით ხელში ჩაგდებას. „ქართული ოცნების“ გამარჯვება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღიარა და პრეზიდენტი ყაველაშვილი კანონმდებლობის შესაბამისად აირჩიეს. ხალხს, არც საქართველოში და არც რუმინეთში, აღარ სურს, სუვერენიტეტი წაართვან. ევროკავშირი აცხადებს, რომ დემოკრატიის და კეთილდღეობის გარანტია, მაგრამ ის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების წახალისებას ახდენს. ეს ამ ქვეყნის ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს ქმნის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…