სახლახო დამცველის ინფორმაციით, “ტვ პირველის“ დაკავებული ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მიიყვანეს.
ამის შესახებ ლევან იოსელიანმა “ტვ პირველის“ ახალი ამბების სამსახურს აცნობა.
ოპერატორს ოჯახი და კოლეგები რამდენიმე საათი ეძებდნენ და მათ ინფორმაციას არ აძლევდნენ შსს-ს წარმომადგენლები.
ამ წუთებში ლაშა ჯიოშვილთან ადვოკატი იმყოფება.
