“ტესლას” ავტოპილოტის სისტემა კვლავ სასამართლო განხილვის საგანია

2016 წელს, „ტესლას“ ავტოპილოტის ჩართულობით შეერთებულ შტატებში მომხდარ პირველ ავტოკატასტროფამდე ექვსი კვირით ადრე, ავტომწარმოებლის პრეზიდენტმა ჯო მაკნილმა სისტემა თავის „მოდელ X”-ზე გამოსცადა და თავისი შთაბეჭდილება, ელექტრონული ფოსტით, მანქანის ავტომატური მართვის განყოფილების ხელმძღვანელ სტერლინგ ანდერსონს გაუზიარა. იმავე შეტყობინების ადრესატი ილონ მასკიც იყო.
მაკნილმა დაწერა, რომ სისტემამ უნაკლოდ იმუშავა და ადამიანი მძღოლივით მოქმედებდა.
„ავტოპილოტის მუშაობით თავს იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი, რომ ხანდახან გზატკეცილიდან გასასვლელები გამომრჩებოდა ხოლმე, რადგან იმეილებში ან სატელეფონო ზარებში ვიყავი ჩაფლული (ვიცი, ვიცი, ასეთი გამოყენება რეკომენდებული არ არის)“, დაწერა მან იმ წლის 25 მარტით დათარიღებულ შეტყობინებაში.
ახლა მაკნილის ამ შეტყობინებას, რომლის შესახებაც ადრე ცნობები არ გავრცელებულა, “ტესლას” წინააღმდეგ ახალი იურიდიული დავისთვის იყენებენ, რომელიც ავტოპილოტს ეხება.
კალიფორნიაში, არამართლზომიერი ქმედების შედეგად სიკვდილის საქმეზე მოსარჩელეთა ადვოკატებმა „ტესლას“ მოწმის გამოკითხვისას მოახდინეს ამ შეტყობინების ციტირება, როდესაც დაუსვეს კითხვა, კომპანიამ იცოდა თუ არა, რომ მძღოლებს შეეძლოთ გზისთვის არ შეეხედათ, როდესაც მძღოლის დამხმარე სისტემას იყენებდნენ.
„ტესლას“ მასალები, რომლებიც სისტემის მოქმედებას განმარტავს, აფრთხილებს რომ ის ავტომანქანას ავტონომიურ მართვას არ აძლევს და მოითხოვს „სრული ყურადღების მქონე მძღოლს“, რომელსაც შეუძლია „ნებისმიერ წამს მართვა თავის თავზე აიღოს“.
სასამართლო საქმე, რომელზე მოსმენაც სან-ხოზეში 18 მარტისთვისაა ჩანიშნული, ეხება 2018 წლის მარტში მომხდარ სასიკვდილო ავარიას. მას წინ უძღოდა ავტოპილოტის შესახებ ორი საქმე კალიფორნიაში, რომელიც „ტესლამ“ მოიგო. კომპანია ამტკიცებდა, რომ ავარიებში მოხვედრილმა მძღოლებმა არ გათვალისწინეს ინსტრუქციები, რომ სისტემის გამოყენების დროს ყურადღება შეენარჩუნებინათ.
ამჯერად, ადვოკატებს სან-ხოზეს საქმეზე აქვთ „ტესლას“ მოწმის ჩვენება, რომ ავარიამდე ავტომწარმოებელს არასდროს შეუსწავლია თუ მძღოლებს რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეეძლოთ მართვის საკუთარ თავზე აღება, თუ ავტოპილოტი შემთხვევით დაბრკოლებისკენ გაუხვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – რაც ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, იყო მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობის“, ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა გამორიცხულია

პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად

ირაკლი კობახიძე – არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება