ტერ შტეგენმა ცოლის ღალატზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა

“ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მისი ოჯახის დანგრევის მიზეზზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა.
მოგეხსენებათ, მედიაში დაიწერა, რომ გამოცდილ კიპერს მეუღლემ პირად ფიტნეს ინსტრუქტორთან უღალატა, რაც ტერ შტეგენმა უარყო და ცრუ ამბავი უწოდა.
“შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ მედიაკომპანია Catalunya Radio&3Cat Group-ის ცუდი მენეჯმენტით და კონტროლის არარსებობით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და არღვევენ პირად უფლებებს. ამ რადიოს ჟურნალისტები მატყუარები არიან, რომლებიც ავრცელებენ ყალბ ამბებს, საჯაროდ შეურაცხყოფენ ჩემს მეუღლეს დანიელას და მის რეპუტაციას.
დანიელას მხრიდან ღალატი არ ყოფილა. ეს ფაქტია. მე და დანიმ
გადავწყვიტეთ, მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებით, ცალკე ცხოვრება გაგვეგრძელებინა.
აბსოლიტურად მიუღებელია წამყვანი სახელმწიფო მედიის მიერ მასალების გავრცელება, რომლებშიც დანიელას ცრუ ბრალდება ედება. ზიანი გამოუსწორებელია”, – წერს გერმანელი.