ტერორისტების ქართველი მსხვერპლი ისრაელში

ტერორისტების ქართველი მსხვერპლი. 44 წლის ილია ნოზაძე თავდამსხმელებმა იმ დროს დაცხრილეს, როდესაც ის მატარებელით სამსახურიდან ბრუნდებოდა. სამი ტყვიით დაჭრილი ქართველის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თელავივსა და იერუსალიმში მომხდარ ტერაქტებს სულ 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ტერაქტების პარალელურად ირანმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა ქვეყნის ქალაქებზე. ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ახლა რეგიონში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!