ტერნოპილში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

ტერნოპილში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ტერნოპილში რუსეთის თავდასხმის შემდეგ მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
„ტერნოპილში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 22 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 26 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია“, – წერს X-ზე.
მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკრაინის ცხრა რეგიონიდან 230-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს.
„ზოგიერთ ნაწილში შენობების ძლიერი ნგრევის გამო მხოლოდ ხელით მუშაობაა შესაძლებელი. ეს სამუშაოებს ძალიან ართულებს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ