ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინელების მისაღებია – ევროპელი ლიდერების განცხადება

უკრაინის მხარდასაჭერად ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მას შემდეგ რაც ბერლინში დასრულდა მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ს და -ს პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის წარმომადგენლ სტივ ვიტკოფს შორის.
14-15 დეკემბერს გერმანიის დედაქალაქში ში ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე გაიმართა როგორც --ს დელეგაციების მოლაპარაკებები, ასევე სამიტი ევროპელი ლიდერების მონაწილეობით.
მათ ერთობლივი განცხადება 15 დეკემბერს გვიან ღამით გაავრცელეს.
განცხადების მიხედვით, ლიდერებმა შეთანხმდნენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა განუყოფელია ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მათ განაცხადეს, რომ უკრაინა და მისი ხალხი იმსახურებს განვითარებულ, დამოუკიდებელ და სუვერენულ მომავალს რუსული აგრესიის შიშის გარეშე.
როგორც აშშ-ის, ისე ევროპელმა ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას, რათა უზრუნველყონ უკრაინისთვის უსაფრთხოების მძლავრი გარანტიები და მიიღონ ზომები ეკონომიკის აღსადგენად ომის დასრულების შემდეგ.
ერთობლივი განცხადების მიხედვით, ეს ვალდბეულებები მოიცავს:
· მუდმივი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკრაინისთვის, რათა მისი შეიარაღებული ძალები მშვიდობიანობის პერიოდში იყოს 800,000 – უკრაინის ტერიტორიის დასაცავად.
· ევროპის ხელმძღვანელობით შექმნილმა „მულტინაციონალური ძალები უკრაინისთვის“, ხელი უნდა შეუწყოს უკრაინის ძალების აღდგენას, უკრაინის ცის დაცვას და უფრო უსაფრთხო ზღვების უზრუნველყოფას.