ტემპერატურა +19, +21 გრადუსი იქნება… – როდიდან გამოიდარებს საქართველოში

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მომავალი კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.
„დღეს და ხვალ კი გვაქვს საქართველოში ზამთრისეული და ცივი ამინდი, თუმცა ამ ყველაფერს კვირის ბოლოს შემოდგომისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა შეცვლის, ვერა და ვერ მოიკიდებს ფეხს ზამთარი საქართველოში ვერც ამ გაავდრების დროს.სამშაბათს გამოიდარებს მთელს ქვეყანაში, მზიანი დღე გვექნება და შედარებით დათბება, ოთხშაბათიდან კი დათბობა იქნება საგრძნობი და კვირის ბოლომდე -დასავლეთ საქართველოში +15, +17 C.აღმოსავლეთში +13, +15 C.სანაპირო კურორტებზე +19, +21 გრადუსი იქნება.ასე რომ ანტიციკლონი, რომელიც გამყარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სამუშაო კვირის მეორე ნახევარში დიდი ხნით გვაჩუქებს მზიან და თბილ დღეებს.პესიმისტებისთვის მინდა ვთქვა ვისაც აგიჩემებიათ ზამთარმა უნდა იზამთროსო – საქართველოს კლიმატისთვის თბილი ზამთარი უჩვეულო არ არის და ცალკეულ წლებში არის ხოლმე თბილი ზამთარი.გისურვებთ ტკბობას მზიანი დღეებით“ – წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც