“ტელეკომპანიის ციფრულ პლატფორმებზე, სავარაუდოდ, კოორდინირებული კიბერშეტევაა” – “რუსთავი 2” განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”, არხის ციფრულ პლატფორმებზე სავარაუდო კიბერშეტევის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.
“უკვე რამდენიმე დღეა, “რუსთავი2-ის” ციფრულ პლატფორმებზე, დიდი ალბათობით, კოორდინირებული ჰაკერული შეტევა ხორციელდება. შედეგად, სრულად დაბლოკილია რეალითი შოუ “პრაიმ ჰაუსის“ ფეისბუქ გვერდი და, ამ დრომდე, პარალიზებულია ონლაინ ხმის მიცემის სისტემა.
შეფერხებით მუშაობს “რუსთავი2-ის” ოფიციალური ვებ-გვერდი (rustavi2.ge) და ფეისბუქი. გათიშულია “რუსთავი2-ის” იუთუბ არხიც, სადაც ვიდეო კონტენტის განთავსება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
“რუსთავი2-ის” აიტი სამსახური შესაძლო კოორდინირებული შეტევის შედეგად წარმოქმნილი პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს