“ტელეკომპანია “იმედო” მერე რომ დაგახურავენ თავზე, გწყინთ!” – ნოდიკო ტატიშვილი

მომ­ღე­რალ­მა, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა “ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახალ წელს სცე­ნა­ზე დავ­დგეს და იმღეროს როცა იცის, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი ცი­ხე­ში ზის.

მე­ო­რე დღეს კი ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედ­მა” გა­ავ­რცე­ლა ქარ­დი, სა­დაც წერ­და, რომ 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს, ტა­ტიშ­ვი­ლი რეს­ტო­რან BEG CHEFS-ში იმ­ღე­რებს.

გავ­რცე­ლე­ბულ ქარდს, ნო­დი­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დო” უკვე ისე­თი სა­მარ­ცხვი­ნო ხარ, რაზე გე­ლა­პა­რა­კო არ ვიცი.

მერე რომ და­გა­ხუ­რა­ვენ თავ­ზე გწყინთ! ეს კონ­ცერ­ტი იყო და­გეგ­მი­ლი, რო­მე­ლიც გა­უქ­მე­ბუ­ლია უკვე დიდი ხა­ნია! ეს აფი­შა ვინ და რა­ტომ დადო არ ვიცი, თქვენ გე­ცო­დი­ნე­ბათ.

ჩემს ნაც­ბობ-ახ­ლობ­ლებს მოგ­მარ­თავთ, მანდ ვინც მუ­შა­ობთ, ამ სა­მარ­ცხვი­ნო ტყუ­ილ­ზე შე­გიძ­ლი­ათ პა­სუ­ხი მოს­თხო­ვოთ თქვენს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას?” – და­წე­რა ტა­ტიშ­ვილ­მა.

მა­ლე­ვე მომ­ღერ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რეს­ტორ­ნის ბო­დი­ში მოჰ­ყვა.

“ბო­დიშს ვუხ­დით მომ­ღე­რალ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს შეც­დო­მის გამო, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მომ­ღე­რალ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე გაგ­ვაფრ­თხი­ლა, რომ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტში არ მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

აფი­შა რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ჩვე­ნი შეც­დო­მის შე­დე­გია და ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ ამოს გამო. კი­დევ ერთხელ ბო­დიშს ვუხ­დით მომ­ღე­რალს!“ – ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი დე­კემ­ბერ­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ტესტს გულ­შე­მატ­კივ­რობს და 27 დე­კემ­ბერს მუ­სი­კო­სე­ბი­სა და მსმე­ნე­ლე­ბის მარშში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

“ამ­დენ­მა აქ­ცი­ებ­მა და მარ­შებ­მა ცხად­ყო, რომ 1.120.000 ამომ­რჩე­ველს ხმა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” არ მი­უ­ცია! ეს ისე­დაც ვი­ცო­დით, მაგ­რამ მა­ინც… უჰ, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ, ჩემო სა­ქარ­თვე­ლო“ – წერს, ერთ-ერთ ბოლო სტა­ტუს­ში მომ­ღე­რა­ლი.

რეს­ტორ­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ აფი­შა­ში, ტა­ტიშ­ვილ­თან ერ­თად ბა­თუ­მე­ლი მომ­ღე­რა­ლი ავთო აბეს­ლა­მი­ძეა მი­თი­თე­ბუ­ლი. ამ თე­მა­ზე მომ­ღე­რალს გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ბა­თუმ­ში გალა-კონ­ცერ­ტზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა, თუმ­ცა სხვებს წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს და ასე­ვე მად­ლო­ბა უხ­დის სოფო ხალ­ვაშს, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს.

მო­გე­სალ­მე­ბით ამ პოს­ტით ვი­ტყვი ჩემს სათ­ქმელს და გავ­ცემ პა­სუხს ყვე­ლა აქამ­დე დას­მულ შე­კი­თხვას არ ვთვლი , რომ 31-ში სა­ა­ხალ­წლო გალა კონ­ცერ­ტში , ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა იქ­ნე­ბა სწო­რი..

ეს ჩემი პო­ზი­ცი­აა. მაგ­რამ, აქვე გა­ვუს­ვამ ხაზს იმას , რომ ყვე­ლა ის მო­ნა­წი­ლე, მუ­სი­კო­სი თუ მომ­ღე­რა­ლი ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს კონ­ცერ­ტში… ჩემი კო­ლე­გე­ბი არი­ან, უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან და ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქის ბა­თუ­მის შვი­ლე­ბი… მათ რა თქმა უნდა ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას. და ჩვენ მუ­სი­კო­სე­ბი ვიქ­ნე­ბით ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც ჩვენს წვლილს შე­ვი­ტანთ და მუ­სი­კით გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ მალე ორად გა­ყო­ფილ აზრს სა­ქარ­თვე­ლოს ისე არა­ფე­რი უხ­დე­ბა , რო­გორც ერ­თი­ა­ნო­ბა.

სოფო, შენ კი­დევ დიდი მად­ლო­ბა, ყვე­ლა მუ­სი­კო­სის სა­ხე­ლით რომ, ყო­ველ­თვის ხარ მათ გვერ­დით და კი იცი მიყ­ვარ­ხარ.“ – წერს აბეს­ლა­მი­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!

2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე შენ ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: მე პირადად დამაკავა გიორგი გეგეჭკორმა, თბილისის პოლიციის შეფმა, რომელიც ყოველთვის სასტიკად გვისწორდებოდა, რუსეთის აგენტები ხართო – სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა