ტაქსის მძღოლები ,,იანდექსისა” და ,,ბოლტის” წინააღმდეგ

ტაქსის მძღოლები საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში შეეცდებიან – მძღოლებს სარჩელი ორი კომპანიის “იანდექსის” და “ბოლტის” წინააღმდეგ შეაქვთ. საქმე ეხება ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლების მოპოვებას. აპლიკაციით დასაქმებულების ინფორმაციით, თბილისში ყველა ტაქსის უნდა შეეძლოს ავტობუსის ზოლში მოძრაობა.
მოქალაქეები მიმართავენ თბილისის მერიას თანაბარ პირობებში ჩააყენოს A და B კატეგორიის მძღოლები. ირკვევა, რომ ყვითელი ნიშნულის გადაკვეთის შემთხვევაში მანქანებს უკონტაქტო პატრული აჯარიმებს. მძღოლებმა საკუთარი მოთხოვნები ს რესპუბლიკის მოედნიდან წაუყენეს.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, ლავრენტი ალანიას განცხადებით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.
ათასობით ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც არაგარანტირებული სამუშაო ადგილი გააჩნიათ. დღეს სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა სასამართლომ, როგორც შრომითი ურთიერთობა აღიაროს. ამის აღიარება ნიშნავს იმას, რომ დღეს რასაც დასაქმებულები აპროტესტებენ არ იქნება ისე, როგორც დღეს არის. შრომითი ურთიერთობების დროს შრომითი ხელშეკრულება ფორმდება, რომელიც შრომის კოდექსით რეგულირდება. სარჩელი შეგვაქვს “იანდექსის” და “ბოლტის” წინააღმდეგ. კომპანიებს და დასაქმებულებს შორის უნდა გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება”,- განაცხადა ლავრენტი ალანიამ.
“ამ ადამიანებს უამრავი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ” – ასეთია დედაქალაქის მერის პასუხი.
„რეგულაციები უკვე დაწესებულია. უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ მძღოლებს ის კატეგორია გამოეყენებინათ და აეღოთ ტაქსის ის ლიცენზია, რომელიც მათთვის და ზოგადად ბიზნესისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გაგვიკეთებია. ასე, რომ აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გამართულია, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მომავალში კიდევ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ცვლილებები, სიახლეების შემოტანა, რაც ვფიქრობ, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ. ტვპირველი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც