ტატო ქელბაქიანი – ქართველი ხალხის რეფლექსია, რომ ევროკავშირზე უარი არ შეიძლება ვაპატიოთ, ამიტომ დაიწყო „ოცნებამ“ მოქალაქეებზე სხვა ტიპის მუშაობა, ევროკავშირის მიზანში ამოღება, რომ იდეა დაზიანდეს – ცდილობენ, ნელ-ნელა შეგვაჩვიონ

ცდილობენ შეგვაჩვიონ ევროპაზე უარის თქმას , – ამის შესახებ ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ თავმჯდომარემ ტატო ქელბაქიანმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის და გერმანიის ელჩის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ტატო ქელბაქიანის თქმით, ხდება ევროკავშირის მიზანში ამოღება იმიტომ, რომ დაზიანდეს იდეა – „ევროკავშირზე თუ უარს ვიტყვი, საქართველოს მოქალაქეებისგან საშინელ რეაქციას მივიღებ“.
„დიდი ხანია თვალს ვადევნებთ განსაკუთრებით მაპოლარიზებელ რიტორიკას, მაგრამ განსაკუთრებით თავშისაცემი ხდება ში შეჭრის მერე, როდესაც გამყოფის ხაზები უფრო იწყებს ფორმირებას. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს დასჭირდათ მრავალათასიანი აქციები იმისათვის, რომ შეეტანათ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე. ამის შემდეგ „ქართული ოცნებისთვის ცხადი გახდა, რომ ის, რაც საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან, გამყოფის ხაზია ამ პარტიასა და მოქალაქეებს შორის. ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება გადაფარო, მათ შორის გამოიყენო „ვოშინგი“, შექმნა ცრუ დილემები: „თუ ნატო, მაშინ ვკარგავთ ტერიტორიებს“ – შეიძლება, მსგავსი საოცრებები შექმნა და სცადო ამაზე მხარდაჭერის კულტივირება, მაგრამ როდესაც ევროკავშირზე მიდგება საქმე ქართველი ხალხის რეფლექსია, ცივილიზაციური არჩევანი, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ის, რაც არ შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ვაპატიოთ.
როდესაც პირველად სცადეს რუსული კანონის შემოტანა, ისინი არ იყვნენ მზად წინააღმდეგობისთვის, რაც შეხვდათ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. რუსული კანონის გაწვევის მომენტიდან იწყება სხვა ტიპის საინფორმაციო მუშაობა მოქალაქეებზე. ევროკავშირის მიზანში ამოღება ხდება იმიტომ, რომ ეს იდეა დაზიანდეს, რომ ევროკავშირზე თუ უარს ვიტყვი, საქართველოს მოქალაქეებისგან საშინელ რეაქციას მივიღებ. ამ ნაწილს უნდათ, რომ მიხედონ და მოუარონ. ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მესიჯის ტრანსფორმაციას თუ დავაკვირდებით, ჩვენ ვნახავთ, რომ არცერთ ეტაპზე ღიად და პირდაპირ არ გაუბედავთ ეთქვათ, რომ ევროკავშირი არ გვინდა. ცდილობენ, რომ ნელ-ნელა შეგვაჩვიონ ევროკავშირზე უარის თქმას“, – განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.