პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
24 წლის მოჭიდავემ მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვი დაამარცხა. გრიგალაშვილი ფინალში გასასვლელად სამხრეთ კორეელ ლის 18:00 საათზე დაუპირისპირდება.
