ვარშავაში, ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
აღნიშნულ ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა 90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. ექვსივე შეხვედრა მოიგო – ფინალურ ორთაბრძოლაში, ტატომ ნიდერლანდელი ტიგო რენესი დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
ვარშავის ღია პირველობაზე სულ 14 ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა და, გრიგალაშვილის გარდა, ყველა მათგანი ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.
