ტატა ხვედელიანი: ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის რეალური მიზანი ახალი თაობის ევროპული მომავლისგან იზოლირებაა

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანი განცხადებით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მისი რეალური მიზანი არის ქვეყნის ახალი თაობის იზოლირება ევროპული მომავლისგან.

ტატა ხვედელიანი შეფასებით, კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას.

„როგორც უმაღლესი განათლების სფეროში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, აქაც ნათლად იკვეთება ერთი და იგივე მიზანი – განსხვავებული აზრის გაქრობა საზოგადოებრივი სივრციდან, პარტიული ვერტიკალისთვის კიდევ მეტი დაქვემდებარება, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და არა განათლების სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების აღმოფხვრა.

დამტკიცებული კონცეფცია არ პასუხობს ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. მისი რეალური მიზანი არის ქვეყნის ახალი თაობის იზოლირება ევროპული მომავლისგან და საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად ჩამოშორება ევროპულ და დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეებს. კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება თანამედროვე, კრიტიკულ და კონკურენტუნარიან განათლებას – ისინი ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას.

ჩვენ დაველოდებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს და თითოეულ მათგანს ოპონირებას გავუწევთ. დაწყებული გვაქვს, ასევე, კონსულტაციები განათლების სფეროს ექსპერტებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან. ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდით”, – აცხადებს ტატა ხვედელიანი.