ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე, ცოტნე ქართველიშვილი – ესენი არიან ის პოლიციელები, რომელთა ჩვენებებიც მზია ამაღლობელის საქმეში დევს. ჩვენებები კი თითქმის იდენტურია. მაგალითად, ოთხივე პოლიციელი იმეორებს სიტყვას – “ტანთცმული”:
ცოტნე ქართველიშვილი: “მარცხენა ხელით მოქაჩა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე”;
დავით ანთაძე: “ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ”;
ვახტანგ ბოლქვაძე: “ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ”;
არჩილ ანთაძე: “მარცხენა ხელით სწვდა ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა თავისკენ”;
ამავე პოლიციელებმა დაინახეს, როგორ “განიცადა” დგებუაძემ “ძლიერი ტკივილი” სილის გაწვნისა და “გაუწითლდა ყური და ლოყა”.
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართეს.
