ტაილანდ-მალაიზიის საზღვართან მიანმარიდან დევნილი როჰინგების ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, მათ ოთხი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორი ბავშვი, მალაიზიის საზღვაო სააგენტომ კი შვიდი ცხედარი აღმოაჩინა. ნავზე, დაახლოებით, 70 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის 13 ადამიანია გადარჩენილი.
ცნობისთვის, მიანმარში ძალადობის გამო, ბანგლადეშში, ლტოლვილთა ბანაკებში კი სულ უფრო რთული საცხოვრებელი პირობების გამო, მიანმარის როჰიგი მოსახლეობა ამ ქვეყნების ზღვის საშუალებით დატოვებას და სხვა ქვეყნებში, მათ შორის მალაიზიასა და ინდონეზიაში გადასვლას რეგულარულად ცდილობს.




