ტაილანდ-კამბოჯას საზღვარზე შეტაკებები გრძელდება – დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ტაილანდსა და კამბოჯას შორის სადავო საზღვართან დაკავშირებით განახლებული საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაიზარდა შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დროებით დაეტოვებინა.
კამბოჯა აცხადებს, რომ ტაილანდის ძალების მიერ ღამით განხორციელებული დაბომბვის შედეგად კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რითაც მათ მხარეს დაღუპულთა საერთო რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ტაილანდის ცნობით, სულ მცირე სამი მათი ჯარისკაცი დაიღუპა.
მხარეები შეტაკებების დაწყებასა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით