ტაილანდ-კამბოჯას საზღვარზე შეტაკებები გრძელდება – დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ტაილანდსა და კამბოჯას შორის სადავო საზღვართან დაკავშირებით განახლებული საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაიზარდა შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დროებით დაეტოვებინა.
კამბოჯა აცხადებს, რომ ტაილანდის ძალების მიერ ღამით განხორციელებული დაბომბვის შედეგად კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რითაც მათ მხარეს დაღუპულთა საერთო რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ტაილანდის ცნობით, სულ მცირე სამი მათი ჯარისკაცი დაიღუპა.
მხარეები შეტაკებების დაწყებასა და -ის პრეზიდენტ ს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – კორუფციის მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა – სამომავლოდ, კორუფციისგან გამოწვეული ზიანის ზრდაა მოსალოდნელი