ტაილანდსა და კამბოჯას შორის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

ტაილანდის სამეფო არმიის განცხადებიით, კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტაილანდის ხელისუფლების მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს დილით კამბოჯის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემდეგ, მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
კამბოჯა აცხადებს, რომ თავდასხმა ტაილანდმა დაიწყო რომ მათ საპასუხო ზომები არ მიუღიათ.
ორივე ქვეყანა ერთმანეთს -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მალაიზიის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
შეტაკებები დაფიქსირდა ტაილანდის სამხრეთ-აღმოსავლეთ სი სა კეტისა და უბონ რაჩატანის პროვინციებში, ასევე კამბოჯის ჩრდილოეთ სასაზღვრო პროვინციებში პრეაჰ ვიჰარსა და ოდარ მინჩეიში.
ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დავა ივლისში ხუთდღიან ომში გადაიზარდა, რასაც სულ მცირე 48 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაახლოებით 300 000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით