ტაილანდის მთავრობის განცხადებით, ორშაბათს ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები მალაიზიაში სასაზღვრო კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ

ტაილანდის მთავრობის განცხადებით, ორშაბათს ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები მალაიზიაში სასაზღვრო კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ.
მოლაპარაკებები ორშაბათს, ადგილობრივი დროით 15:00 დაიწყება და ტაილანდის მოლაპარაკების ჯგუფს მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრი ფუმტამ ვეჩაიაჩაი უხელმძღვანელებს.
24 ივლისს, ტაილანდისა და კამბოჯის სამხედროებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებების გამო, რომლის დაწყებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს, სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და სასაზღვრო ტერიტორიებიდან 200 000-მდე პირი იძულებით გადაადგილდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება