ტაივანში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს (ვიდეო)

ტაივანში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი, 57 კი – დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შენობების ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია მათ გადასარჩენად.
შეგახსენებთ, ტაივანის სანაპიროსთან 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მოხდა. BBC-ი ტაიბეის სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორზე, ვუ ჩიენ ფუზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსები, სხვა შენობები, განადგურებული ავტომობილები.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დიდ ტერიტორიებზე ცუნამის 3 მეტრამდე ტალღებია მოსალოდნელი.
მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა ფილიპინების სეისმოლოგიურმა სააგენტომაც.

ასევე დაგაინტერესებთ