ტაივანში ძლიერ მიწისძვრას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტაივანში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 800-ს აჭარბებს. როგორც BBC წერს, დაახლოებით 120 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი, 80-მდე ადამიანი კი, რომელიც მიწისძვრის დროს ტრანსპორტით გადაადგილდებოდა, გვირაბებში არიან ჩარჩენილი.
გამოცემა წერს, რომ ასეთი მძლავრი მიწისძვრა ბოლო 25 წელია არ მომხდარა. ბიძგები იგრძნობოდა იაპონიასა და ფილიპინებში. ძლიერმა მიწისძვრამ ტაივანში მეწყრული პროცესებიც გაააქტიურა. მთიდან ქვათაცვენის შედეგად დაიღუპა 3 მოლაშქრე და ორი მოქალაქე, რომელიც ავტომობილით მოძრაობდა.
ტაივანში ძლიერი მიწისძვრის გამო იაპონიასა და ფილიპინებში ცუნამის რისკზე განგაში გამოცხადდა.
BBC-ის თქმით, სტიქიამ, რომელსაც 100-ზე მეტი მომყოლი მიწისძვრა მოჰყვა, ტაივანის ქალაქებში ნგრევა გამოიწვია, მათ შორის, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მეტროს ხიდები, გზები და გვირაბები.
ტაიპეიში სტიქიის შედეგად ჩამოინგრა ქარხნის შენობა, სადაც 57 ადამიანი იმყოფებოდა. ქალაქის მერის თქმით, 55-მა მოქალაქემ შენობის დატოვება მოახერხა, სამი კი ნანგრევებში მოყვა. ადგილობრივებმა ორი მათგანი საკუთარი ძალებით გამოიყვანეს შენობის ნანგრევებიდან, ერთი კი მაშველების დახმარებით გადარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს