ტაივანში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, ცხრა ადამიანი.
ტაივანის სახანძრო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაშავებულთა რაოდენობამ 1038-ს მიაღწია, დაკარგულთა საერთო რაოდენობა კი, სულ მცირე, 52-ია.
ერთ-ერთი სასტუმროს ათობით თანამშრომელი ტაროკოს ეროვნულ პარკში იპოვეს, თუმცა 38 თანამშრომელი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კუნძულზე ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრას ასობით მეწყრული პროცესის განვითარება მოჰყვა.