ტაივანის ჩინეთისთვის დაბრუნება მსოფლიო წესრიგისთვის გადამწყვეტია- სი ძინფინგი დონალდ ტრამპს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა 24 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ტაივანის „ჩინეთისთვის დაბრუნება“ მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგისთვის, – ამის შესახებ ჩინური სააგენტო Xinhua იტყობინება.
სის თქმით, „ჩინეთი და ერთ დროს გვერდიგვერდ იბრძოდნენ ფაშიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ და ახლა ერთად უნდა იმუშაონ მეორე მსოფლიო ომის შედეგების დასაცავად“. ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია, ხოლო დაპირისპირება – ზიანს აყენებს.
ს ინფორმაციით, სი ძინფინგმა ის აპრილში პეკინში მიიწვია. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ჩინეთში მიწვევის პასუხად სი ძინფინგი მიმდინარე წელს ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.