ტაბულა: საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა

ონლაინ მედია ტაბულას ინფორმაციით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც -ის ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა.
ამასთან, ტაბულას ცნობით, ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პლენარულ სესიაზე შეიზღუდა საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობაც.
ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოს “ახალმა პარლამენტმა ხუთი ადგილიდან მხოლოდ სამი შეავსო, ხოლო დანარჩენი ორი ცარიელი დატოვა იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტში დაბრუნდება. არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო პლენარულ სესიაზე ხუთივე წევრმა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, სამმა სრულმა წევრმა და ორმა შემცვლელმა წევრმა მმართველი პარტიიდან”.
ტაბულას ინფორმაციით, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ გარკვეული პრივილეგიების შეზღუდვით, პლენარულ სესიაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა სამ წევრამდე შეზღუდოს, ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში კი, ამ სამიდან ერთი ადგილი ოპოზიციისთვის გამოიყოფა.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს დელეგაცია, შეზღუდული უფლებამოსილებებით, ვერ შეძლებს სესიაზე შესწორებების წარდგენას და ვერ მიიღებს მონაწილეობას GSM სემინარებში, ქვედასაკომიტეტო ვიზიტებსა და NATO-ს საორიენტაციო და სხვა სატრენინგო პროგრამებში.
ამასთანავე, სესიების განმავლობაში კომიტეტების თავმჯდომარეებსა და პრეზიდენტს ექნებათ უფლებამოსილება, რომ საქართველოს წარმომადგენლებს არ მისცენ სიტყვით გამოსვლის საშუალება.