“სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ – ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, ფიფას პრეზიდენტმა 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი შეაჯამა, რომელიც განსხვავებული ფორმატით ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.
„ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ კლუბები კმაყოფილები დარჩნენ. განსხვავებულ მოსაზრებას პატივს ვცემ, მიღებაც შეგვიძლია, თუმცა მე ფიფას პრეზიდენტი ვარ და ამ ორგანოს ინტერესებს ვიცავ.
ამ ტურნირზე 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოვიმუშავეთ, ანუ, საშუალოდ – 31 მილიონი დოლარი. სხვა ვერცერთი ტურნირი ამ თანხებთან ახლოს ვერ მოვა და ეს უდიდესი მიღწევაა.“ – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა.
აგრეთვე, ინფანტინომ ყურადღება ტრიბუნებზე სერიოზული ინციდენტის არარსებობაზეც გაამახვილა:
„ვიმედოვნებთ, რომ ტურნირის ბოლომდე ასე გაგრძელდება, რადგან, დასაწყისიდან მოყოლებული, „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივრებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს.“
შეგახსენებთ, რომ ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ნიუ ჯერსიში, „მეთლაიფ სთეიდიუმზე“, სადაც ერთმანეთს „ჩელსი“ და პსჟ შეხვდებიან, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ
· გიგო პაპა 4 ბევრია. კარგი იქნებოდა 2 წელიწადში ერთხელ გამართულიყო.
იმედი L-ის მომხმარებელს ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი – ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, დან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” – ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
“იმედი მაქვს, მალე რუსეთს საფეხბურთო სამყაროში დავაბრუნებთ”- FIFA-ს პრეზიდენტი
ფიფას პრეზიდენტი საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა [VIDEO]
ს ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ ამ შემთხვევაში დაბრუნდებიან” – FIFA-ს მმართველის შემდეგ, ამ საკითხზე UEFA-ს პრეზიდენტმაც ისაუბრა
ჯანი ინფანტინოს ვიზიტი თბილისში
“FIFA ს არ დაეხმარა, ერთიანობა ვერ ვიგრძენით” – პალკინმა ინფანტინოსთან დაკავშირებით უმაყოფილება ღიად გამოხატა