სხვა ვერაფერი მოახერხეთ “ნაცურმა” ფლანგმა და ახლა ამ მდაბიო პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ

სხვა ვერაფერი მოახერხეთ “ნაცურმა” ფლანგმა და ახლა ამ მდაბიო პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ
ეს არის მდაბიო პროვოკაცია, გახსოვთ, პუტინს რომ აგინებდნენ პირდაპირ ეთერში? მთავარია, მიზანი რა არის. შენ რომ გულწრფელ ემოციას გამოხატავდე, მესმის, მაგრამ, რეალურად ეს ემსახურება პროვოკაციას.
სხვა ვერაფერი მოახერხეთ “ნაცურმა” ფლანგმა და ახლა ამ მდაბიო,ამაზრზენი პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის კითხვას ერეკლე გეწაძის მიერ Tbilisi Open Air-ზე ს დროშის შეურაცხყოფის გამო, ს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მდინარაძის განცხადებით, თავად კითხვის ავტორმაც კარგად იცის, რომ საქართველო ოკუპანტ ქვეყანასთან ასეთ საკითხებზე არ თანამშრომლობს, თავად შეკითხვა კი ამაზრზენ პროვოკაციად შეაფასა.
მისივე თქმით, ერეკლე გეწაძე საქართველოში ისედაც დაცულია სახელმწიფოსა და საქართველოს კანონმდებლობის მიერ. “ასეთ საკითხებზე გამოძიება არ თანამშრომლობს ოკუპანტი ქვეყნის გამოძიებასთან – ეს თქვენც ძალიან კარგად იცით და ვინც დაგაბარათ, იმასაც გადაეცით, რომ ესეც პროვოკაციული და ამაზრზენი კითხვაა. “რუსეთთან არ ითანამშრომლებთ გამოძიებაზე” – ამაზრზენი კითხვაა და ვინც ეს კითხვა მოიფიქრა, არის ამაზრზენი პროვოკატორი. საქართველოს მოქალაქეს რა დაცვა უნდა საქართველოში? რუსული გამოძიება ვერ მისწვდება, ამიტომ, ისედაც დაცულია, საქართველოს კანონმდებლობა და თავისი სახელმწიფო იცავს, მაგრამ, რაც შეეხება იმას, რაც გააკეთა, ესეც ამაზრზენი პროვოკაციაა, კითხვა რომ ვიღაცამ მოიფიქრა და თქვენ დაგაბარათ, ისიც ამაზრზენი პროვოკაციაა.” – განაცხადა მ.
Next: დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება – რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება ქვეყანა, მით უფრო დარწმუნდება ყველა შიგნით და გარეთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ვეღარასდროს მიიღება

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა