სხვა დასახლებებში ბრძოლების გააქტიურების გამო, რაჰაფს 100,000-მდე ადამიანმა მიაშურა – რა ხდება ქალაქში, სადაც ჰუმანიტარული მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰს, სულ მცირე, 100,000-მა ადამიანმა მიაშურა. როგორც BBC წერს, ამის უმთავრესი მიზეზი ქალაქ ხან იუნისსა და სხვა დასახლებებში გამწვავებული საომარი მოქმედებებია.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, ქალაქში იძულებით გადაადგილებულ პირთა უდიდესი ნაკადის შესვლამ კიდევ უფრო გაამწვავა ჰუმანიტარული მდგომარეობა, რადგან რესურსები ისედაც შეზღუდული იყო.
გაერო შეშფოთებას გამოთქვამს დაავადებათა გავრცელების მზარდი მაჩვენებლის გამოც.
გაეროს ინფორმაციითვე, მრავალ ადამიანს უწევს ღამის ღია ცის ქვეშ გათენება.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში