,, სხვანაირად რომ მოხდეს, მე საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,ფაქტი არის ერთი და კონკრეტული: საქართველოს ცოტა ხნის წინ უახლოეს პარტნიორებად, მეგობრებად და მხარდამჭერებად ყავდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე განვითარებული ქვეყნები და გაერთიანება – აშშ და ევროკავშირი . ჩვენი წაღმა–უკუღმა ბედის მიუხედავად 3 ათწლეულის მანძილზე მოვახერხეთ, რომ ყველაზე წარმატებული ქვეყნების კლუბში “მათიანი“ ვიყავით და სრული კარტბლანში გვქონდა, რომ წინ და წინ გვევლო, კეთილდღეობის და დაცულობის უმაღლესი სტანდარტებისკენ. ეს ყველაფერი უსწრაფესად დავკარგეთ და სანაცვლოდ გვაქვს მარგარიტა სიმონიანის და მარია ზახაროვას კომპლიმენტები, ირან–ჩინეთ–რუსეთის მხრიდან ჩვენი ჩაყლაპვის პერსპექტივები. + ხელისუფლებად წოდებული სოციოპატების ჯგუფის აბსურდული ბოდვები, რომლებშიც თვითონვე აიხლართნენ, სრული სიღატაკის და გაჩანაგების რეალური პერსპექტივა, რომელიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს. გამოსავალი არსებობს. არცთუ ძალიან რთული. ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ, რომ ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიოთ და ნორმალურ გზაზე დავბრუნდეთ. სხვანაირად რომ მოხდეს, მე საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ.“

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”