სხვადასხვა ონლაინ მედიის რედაქტორი სახალხო დამცველის აპარატში შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს

სხვადასხვა ონლაინ მედიის რედაქტორი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დღეს პარლამენტის თავმჯდომარის, ს წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.
როგორც მათ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს, ამის მიზეზი არის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც უკვე მეორე დღეა საქართველოს პარლამენტში ონლაინ მედიას შესვლა შეზღუდული აქვს.
ონლაინ გამოცემის რედაქტორები და ჟურნალისტები მოითხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული ბრძანება დისკრიმინაციულად დადგინდეს.
„შალვა პაპუაშვილის უკანონო ბრძანებით, ორი დღის განმავლობაში არ გვიშვებენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ბატონი პაპუაშვილის ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული, ის გვდევნის ონლაინ მედიას იმის გამო, რომ “ქართული ოცნების” რუსული ნარატივისგან განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს “რუსულ კანონთან” მიმართებით. ამიტომ, ონლაინ მედიის რედაქტორებმა გადავწყვიტეთ და 6-ის ნახევარზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შევიტანთ საჩივარს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ. მოვითხოვთ დისკრიმინაციის დადგენას უმოკლეს ვადებში, რათა მუშაობის განახლების შესაძლებლობა მოგვეცეს”,-განაცხადა ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს. შენობაში მუშაობის საშუალება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ, ხოლო სხვა მედიასაშუალებები საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ შევიდნენ.