სჭირდებოდათ პარტიის თავმდჯომარე, რომელიც მათ ყველა ინტერესს გაითვალისწინებდა, შესაბამისად აღმოჩნდა ხელის შემშლელი ფაქტორი-დავით ლაგვილავა

ნიკა მელია წავიდა “ნაციონალური მოძრაობიდან” და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა დაანონსა. ცნობილია ისიც, თუ ვის სურს ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარესთან სამომავლოდ თანამშრომლობა.
მელიასთან გაერთიანებას მისი ყოფილი თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, თუმცა საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.
მოქმედი მენეჯმენტი კმაყოფილია. ფიქრობენ, რომ მელიას წასვლა შიდა დაპირისპირებასაც დაასრულებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი დავით ლაგვილავა აცხადებს, რომ გუნდისთვის იყო ხელისშემშლელი ფაქტორი.
“ეს იყო ერთგვარი სპეცოპერაცია – ყველა მინუს ნიკა მელია. ნიკა მელია არის ცალკე დამოუკიდებელი პიროვნება. სჭირდებოდათ პარტიის თავმდჯომარე, რომელიც მათ ყველა ინტერესს გაითვალისწინებდა, შესაბამისად ნიკა მელია აღმოჩნდა ხელის შემშლელი ფაქტორი,”- აცხადებს დავით ლაგვილავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით