სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს

სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს
სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში, ჩვენი რეგიონების ოკუპაციების ხარჯზე, ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, მოქმედი ხელისუფლება კი იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და პოზიციებს.
„რა სარგებელი მიიღო წინა ხელისუფლების პირობებში ს ფედერაციამ საქართველოში – მათ შეისყიდეს წინა ხელისუფლებისგან სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, ძალიან დიდი აქტივები საქართველოში. მათ შორის, ერთი პერიოდი, თბილისში ყველა კომუნალური მომსახურება იყო გადასული პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ფორმით რუსულ კომპანიებზე. წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ენერგომომარაგება, ყველაფერი იყო გადასული რუსულ კომპანიებზე პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით.
გარდა ამისა, იყო უამრავი სხვა სტრატეგიული ობიექტი, რომლებიც გასხვისდა, სწორედ, რუსულ კომპანიებზე. რაც შეეხება ტერიტორიულ სარგებელსა და ტერიტორიულ გავლენას. სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენი რეგიონების ოკუპაციების ხარჯზე, ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე. ამ ორი მიმართულებით, ორივე ძირითადი მიმართულებაა ექსპანსიის, ეს არის ტერიტორიული, პოლიტიკური ექსპანსია და მეორე არის ეკონომიკური ექსპანსია. მაშინ იყო ამხელა შედეგები ს მხარეს და ჩვენი ხელისუფლების პირობებში არავითარი ეკონომიკური ექსპანსია, არავითარი ეკონომიკური ობიექტების, სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე, რუსულ კომპანიებზე და არავითარი ტერიტორიული ექსპანსია საქართველოს ტერიტორიაზე. სარგებელზე როცა არის საუბარი შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ და შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და პოზიციებს,“- განაცხადა პრემიერმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება და ამის მთავარი გარანტორი, არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირი შანტაჟის, ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, ამ მშვიდობას იცავს