სწორედ უალტერნატივო მშვიდობის მხარდაჭერისათვის იყო ამათი შემკვეთების და თვითონ ამათი შეტევის ობიექტი და მისი პოლიტიკა, ნათლად ჩანს რომ ვერ იტანენ პრეზიდენტ ტრამპს

სწორედ უალტერნატივო მშვიდობის მხარდაჭერისათვის იყო ამათი შემკვეთების და თვითონ ამათი შეტევის ობიექტი და მისი პოლიტიკა, ნათლად ჩანს რომ ვერ იტანენ პრეზიდენტ ტრამპს
აი ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ნაცების ე.წ “ტოპ-ტვინებს” მშვიდობისადმი, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია დავით დარჩიაშვილის, გია ნოდიას და რომან გოცირიძის მიერ ტრამპისა და პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს. გამსახურდიას განცხადებით, სწორედ უალტერნატივო მშვიდობის მხარდაჭერისათვის იყო მათი შემკვეთების და თვითონ ოპოზიციის შეტევის ობიექტი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი.
“აი ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ნაცების ე.წ “ტოპ-ტვინებს” მშვიდობისადმი. სწორედ უალტერნატივო მშვიდობის მხარდაჭერისათვის იყო ამათი შემკვეთების და თვითონ ამათი შეტევის ობიექტი ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკა. თავისთავად, პოლიტიკურ გუნდთან ერთად. თვითონ შინაარსობრივად კი, თავიანთი ახალი და ძველი მესიჯებით, ნათლად ჩანს რომ ვერ იტანენ პრეზიდენტ ტრამპს. ს და მამუკა ხაზარაძის, ყოვლად სამარცხვინო ვოიაჟების მერე -ში, რომელმაც ნულოვანი შედეგი გამოიღო მათთვის, უკვე თვითონ და მათი ე.წ “მედია” აშკარა და ღია ლანძღვაზე გადავიდნენ პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის.” – წერს გამსახურდია X-ზე.
Previous: შარვლიდან არიან ამომხტარნი საქართველოს მიმდინარე ომში არ ჩართვის გამო

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის, Eagle Hills-ის სასარგებლოდ, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი

Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში

კრწანისის ტყე-პარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია „იგლ ჰილსი“, ეკოლოგიის ნაწილშიც ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო ინტერესების დაცვა