სწორედ ეს ადამიანები 2012 წელს გააფთრებით იბრძოდნენ იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას სასამართლოსთვის ხელი არ ეხლო

„ენჯეო“-სექტორს, რომელიც დღეს ვეტინგს ითხოვს და სასამართლოში კლანებს ხედავს, სურს, აღმოაჩინოს ბნელ ოთახში შავი კატა, რომელიც იქ არ არის, სწორედ ეს აქტორები 2012 წელს გააფთრებით იბრძოდნენ იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას სასამართლოსთვის ხელი არ ეხლო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან ისაუბრა იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო სააკაშვილის პერიოდში ქვეყნის სასამართლო სისტემა.
„სასამართლო იყო ფორმალური ორგანო, სადაც სწორედ ის ნება ხორციელდებოდა, რომელიც პროკურატურიდან, ე.ი. ზურაბ ადეიშვილისა და სგან შედიოდა სასამართლო სისტემაში. რბილად რომ ვთქვათ, მას ჰქონდა ნოტარიუსის ფუნქცია.
იყო ძალიან მძიმე საყურებელი, როდესაც საქართველოში ხუთგზის ნასამართლევი, სადისტური რეჟიმის შემქმნელი ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგში, საპატიო სტუმრების ლოჟაში მოგვევლინა. შემდგომ მას შეხვედრა ჰქონდა ევროკავშირის გაფართოების კუთხით, ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელთან. მართალია, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?!“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, „ენჯეო“-სექტორი, რომელიც დღეს ვეტინგს ითხოვს და სასამართლოში კლანებს ხედავს, 2012 წელს გააფთრებით იბრძოდა, რათა ახალ ხელისუფლებას სასამართლოსთვის ხელი არ ეხლო.
„მთელი „ენჯეო“-სექტორი, რომელიც დღეს ვეტინგს ითხოვს და სასამართლოში კლანებს ხედავს და სურს აღმოაჩინოს შავ, ბნელ ოთახში კატა, რომელიც იქ არ არის, სწორედ ეს აქტორები 2012 წელს გააფთრებით იბრძოდნენ იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას სასამართლოსთვის ხელი არ ეხლო. არ მომხდარიყო იქ რაიმე სახით რეფორმის ჩატარება, შენარჩუნებულიყო ის სისტემა, რომელიც არის და პირიქით, ყველა ეს აქტორი ითხოვდა ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?