სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა

„სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა – ახლა მის ხელმეორედ შემოტანას ის იღებს პირად გამოწვევად“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, მ მედიასთან განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოში -ის ყოფილი ელჩის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ სიტყვა „რუსული“ მოსახლეობის წინააღმდეგ ყველაზე ემოციური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს, რადგან საზოგადოება მას რთულად აღიქვამს.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა. სიტყვა „რუსული“ გამოიყენეს ყველაზე ემოციური ბრძოლის იარაღად მოსახლეობის წინააღმდეგ – „რუსული“ ნამდვილად რთულად აღსაქმელია. სწორედ ეს იყო, რომ სიცრუე სწორედ ამ ტერმინით გადაეფარათ. როდესაც კელი დეგნანი ცრუ კამპანიის სათავეში ყოფნის დროს შეძლო, რომ დეზინფორმაციული კამპანია აეგორებინა და კანონი უკან გაწვეულიყო – ახლა მის ხელმეორედ შემოტანას იღებს პირად გამოწვევად. არ ერიდება, რომ გააგრძელოს უსამართლო ბრძოლა სამართლიანობასთან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან