,, სწორედ ამ ბიუროს ხელმძღვანელს სჭირდება იმუნიტეტი “ნარკოტიკების მოხმარებისგან” თავდასაცავად” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს:
,,ოხანაშვილი პარლამენტარების და მთავრობის წევრების ნარკოტიკული შემოწმების ვალდებულებისგან განთავისუფლებისგან განსხვავებით, “აღშფოთებულია” იმით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლების საფუძვლებიდან ამოიღონ იგივე ნარკოტიკების მოხმარების საფუძვლები.
სინამდვილეში, ვენეციის კომისიამ ჩვენზე კარგად იცის, რომ სწორედ ამ ბიუროს ხელმძღვანელს სჭირდება იმუნიტეტი “ნარკოტიკების მოხმარებისგან” თავდასაცავად და აი რატომ:
საქართველოში წარმატებით მუშაობს ე.წ. ჩადების ინსტიტუტი, რომელთანაც ხელი მიუწვდება სწორედაც რომ ყველაზე კორუმპირებულ სისტემებს. თუ ანტიკორუფციული სერიოზულ მაღალჩინოსანს მიადგება, ასეთ შემთხვევაში ძალიან მაღალია ასეთი ჩადების ორგანიზების რისკი.
ასე რომ, ვენეციის კომისიამ მშვენივრად იცის, რა ქაქში ბანაობთ და შესაბამის რეკომენდაციას იძლევა…”

ასევე დაგაინტერესებთ