“სქაიტელი” მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა – ComCom

კომუნიკაციების კომისიიის ცნობით, მათ კომპანია „სქაიტელს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისთვის, კერძოდ კი, აბონენტისთვის ინტერნეტის დაბალი ხარისხით მიწოდებისთვის სანქცია დააკისრეს.
2024 წლის მარტში, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რის შემდეგაც, ComCom-მა დაადგინა, რომ „სქაიტელის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხი კომპანიასა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდა. საჩივრის დაფიქსირების შემდგომ, ComCom-მა ინტერნეტის ხარისხის გაზომვის 24 საათიანი ტესტი ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ აბონენტს ინტერნეტი ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიეწოდებოდა, კერძოდ, ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენდა 527 მილიწამს, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ