სუჯის რაიონში რუსეთის ჯარმა უკრაინის თავდაცვითი ხაზი გაარღვია

რუსეთის არმიამ გაარღვია უკრაინის თავდაცვითი ხაზი სუჯის სამხრეთით კურსკის ოლქში. თავდაცვის ძალები სიტუაციის სტაბილიზაციას ცდილობენ.
ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება უკრაინსკაია პრავდა.
„მოხდა გარღვევა ბლოკირების ზონაში. მოკლედ, ეს ის ტერიტორიაა, სადაც ჩვენი ქვედანაყოფები ცდილობენ მტრის შეკავებას, რათა არ აღმოჩნდნენ ნაწილობრივი ან სრული ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშ“ – უთხრა გამოცემას წყარომ.
ცნობით, ეს მოულოდნელად არ მომხდარა, არამედ თანდათანობით და სისტემატურად. კურსკის რეგიონის ამ რაიონში მოქმედი ერთ-ერთი ქვედანაყოფში, გამოცემის წყაროს თანახმად, თავდაცვის ძალები ამჟამად სიტუაციის სტაბილიზაციას ცდილობენ.
„ჩვენ ახლა ვცდილობთ სიტუაციის სტაბილიზაციას ისე, რომ მტერმა სრულად ვერ გადაკეტოს საკომუნიკაციო გზები“ -აცხადებს ის.
ს ძალები 2025 წლის იანვრის დასაწყისიდან ცდილობენ ამ გზაზე კონტროლის დაწესებას.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება